საქართველოში სახელმწიფო მიწების მითვისების სქემა გახსნეს

გამოწერა
საგამოძიებო სამსახურმა ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში მიწების მითვისების ფაქტები გამოავლინეს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო მიწების მითვისების ფაქტზე 14 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 37 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი დოკუმენტები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ სახელმწიფოსგან პირად სარგებლობაში მიწის ნაკვეთები მიიღეს.

„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ბრალდებულებმა სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში 45,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია დაირეგისტრირეს. უკანონოდ მითვისებული ქონების ღირებულება დაახლოებით 1 მლნ ლარია", — ნათქვამია განცხადებაში.

მოცემულ მომენტში მიწების დაბრუნებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიება „თაღლითობის" და „ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენების" მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0