თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

გამოწერა
ქართველი ტურისტების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც თრუსოს ხეობაში ჩარჩნენ, დახმარებას ითხოვენ, იუწყება ტელეარხი Imedi

ყაზბეგის მთა - Sputnik საქართველო
ყაზბეგის მთაზე მოწყვეტილი სამი ალპინისტიდან ერთი ევაკუირებულია

როგორც ცნობილია, მათ გზა აერიათ და ხეობიდან გამოსვლას მეორე დღეა ვერ ახერხებენ. ისინი მაშველებს გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა, მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დაკარგულებს სამაშველო სამსახურებთან მუდმივი კავშირი აქვთ და უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

საქართველოს მოქალაქეები რთულად მისადგომ ადგილზე იმყოფებიან, ამიტომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.

ყველა ახალი ამბავი
0