თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც თრუსოს ხეობაში ჩარჩნენ, დახმარებას ითხოვენ, იუწყება ტელეარხი Imedi.
როგორც ცნობილია, მათ გზა აერიათ და ხეობიდან გამოსვლას მეორე დღეა ვერ ახერხებენ. ისინი მაშველებს გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა, მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დაკარგულებს სამაშველო სამსახურებთან მუდმივი კავშირი აქვთ და უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.
საქართველოს მოქალაქეები რთულად მისადგომ ადგილზე იმყოფებიან, ამიტომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.