ავტოავარია ანტალიაში: საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არის

© AFP 2024 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში საქართველოს საკონსულოს არ მიუღია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც დაშავდნენ ანტალიასთან მომხდარი ავტოავარიის დროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქეთში საქართველოს საკონსულოს არ მიუღია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც დაშავდნენ ანტალიასთან მომხდარი ავტოავარიის დროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
ავტოავარიას თურქეთში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათ დილით თურქეთის ქალაქებს, ანტალიასა და ქემერს შორის გადაბრუნდა ტურისტული ავტობუსი 27 მგზავრით, იუწყება Sputnik Turkey. მასმედიის ინფორმაციით, ტრავმები მიიღო სულ მცირე ექვსმა მგზავრმა.

"ამჟამად საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. კონსული მუდმივ კავშირზეა შესაბამის ორგანოებთან", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ავტობუსი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებით ქალაქ ბელეკში მიემართებოდა. სატრანსპორტო საშუალება გვირაბიდან გამოსვლისას გადაბრუნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0