თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, საქარიას პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო საქმით დაკავებული მუშები სატვირთო ავტომობილის ავარიის დროს დაიღუპნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Dogan-ზე დაყრდნობით.
მუშები სატვირთო მანქანაში ისხდნენ, რომელიც გადაბრუნდა და თხრილში გადავარდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი, ხოლო 20 — დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იუწყება სააგენტო "სინხუა".
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.