12:57 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
სახანძრო მანქანა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე

"დეზერტირების ბაზარში" ხანძარი ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

ხანძრის შედეგად 180-200 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია დაიწვა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ე.წ. დეზერტირების ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია, განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა.

სააგენტოში ხანძრის შესახებ შეტყობინება 15:15 საათზე შევიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

"ხანძარი გაჩნდა საწყობში, სადაც ორი პატარა სამაცივრე ოთახია განთავსებული. დაიწვა დაახლეობით 180-200 კვადრატული მეტრი… ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია", — განაცხადა გელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ხანძრის შესაძლო მიზეზების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი თემები