07:16 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ

საქართველოდან 2,5 კილოგრამი ოქროს სამკაულის გატანას ცდილობდნენ

© FB/ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

სამკაულების ღირებულება, რომელთა გატანას ცდილობდნენ საქართველოდან კონტრაბანდული გზით, დაახლოებით 150 ათასი ლარია.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი) დააკავეს აზერბაიჯანის მოაქალაქე, რომელიც საქართველოდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების გატანას ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

Золото, которое контрабандой пытались провести в Грузию
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები მსუბუქ ავტომობილში განთავსებული სპეციალური სამალავებიდან ამოიღეს.

ოქროს სამკაულების წონა 2,5 კილოგრამია, ღირებულება — 148 ათასი ლარი.

Золото, которое контрабандой пытались провести в Грузию
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

მთავარი თემები