საქართველოდან 2,5 კილოგრამი ოქროს სამკაულის გატანას ცდილობდნენ

© photo: Investigation Service of Ministry of Finance of Georgia / FBოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამკაულების ღირებულება, რომელთა გატანას ცდილობდნენ საქართველოდან კონტრაბანდული გზით, დაახლოებით 150 ათასი ლარია.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი) დააკავეს აზერბაიჯანის მოაქალაქე, რომელიც საქართველოდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების გატანას ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

© ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ
Золото, которое контрабандой пытались провести в Грузию - Sputnik საქართველო
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები მსუბუქ ავტომობილში განთავსებული სპეციალური სამალავებიდან ამოიღეს.

ოქროს სამკაულების წონა 2,5 კილოგრამია, ღირებულება — 148 ათასი ლარი.

© ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ
Золото, которое контрабандой пытались провести в Грузию - Sputnik საქართველო
ოქროს სამკაულები, რომლის გატანას კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0