ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სოფელ ბაკურციხეში მომხდარ ავარიას 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ მედიკოსთა ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მინდია კახიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0