სამხედრო ქალაქიდან ბანკომატის მოპარვას ცდილობდნენ

© FB / Минобороны Грузииსამხედრო პოლიცია
სამხედრო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო პოლიცია დასავლეთ საქართველოში სამხედრო ქალაქიდან ბანკომატის მოპარვის მცდელობას იძიებს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სენაკის სამხედრო ქალაქიდან ბანკომატის მოპარვის მცდელობა აღკვეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ დეპუტატის ვაჟის ქურდობაში მონაწილეობა გამორიცხა

ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დამნაშავემ თანხის წაღება ვერ შეძლო. სამხედრო ქალაქის გვერდით სამხედრო ნაწილია განთავსებული.

„იყო ქურდობის მცდელობა, რომელიც სამხედრო პოლიციამ აღკვეთა… დამნაშავის გამოსავლენად ტარდება ღონისძიებები", — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მომხდარის შემდეგ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკის სამხედრო ნაწილი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყვეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ქურდობის მცდელობა", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0