თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. დათუნაშვილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
შეძლებს თუ არა მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება, ჯერჯერობით უცნობია. ექიმებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში, თუმცა, დათუნაშვილს ახასიათებენ, როგორც მშვიდ, უკონფლიქტო ადამიანს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება".
ზურაბ დათუნაშვილი (-80 კგ) ევროპის ჩემპიონი მეორედ მაისის დასაწყისში სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ შეჯიბრებაზე გახდა.