05:53 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
სასწრაფო დახმარების ავტომობილი

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
140410

მოზარდის ცხედარი პირველად დედამ აღმოაჩინა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია "Rustavi2".

შემთხვევა დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

როგორც მეზობლები აცხადებენ, კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი. ისინი ერთ-ერთ ვერსიად მოზარდის გადმოგდებასაც ვარაუდობენ.

როგორც ცნობილია, გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც მან სიცოცხლე დაასრულა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მთავარი თემები