თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდის ცხედარი პირველად დედამ აღმოაჩინა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია "Rustavi2".

შემთხვევა დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

ფანჯარა - Sputnik საქართველო
საქართველოში წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა სუიციდის 13 შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც მეზობლები აცხადებენ, კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი. ისინი ერთ-ერთ ვერსიად მოზარდის გადმოგდებასაც ვარაუდობენ.

როგორც ცნობილია, გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც მან სიცოცხლე დაასრულა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0