თბილისში სამგზავრო მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა

© photo: Sputnik"თბილისი-ბათუმის" მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი დიდუბეში არსებულ რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა.

თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. სამგზავრო მატარებელმა, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, დიდუბეში შუახნის მამაკაცი გაიტანა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

112 - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ორსართულიანი მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან ქალაქის გასასვლელის მიმართულებით მოძრაობდა, ამ დროს მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთას ცდილობდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სამგზავრო მატარებელმა მამაკაცი გუშინ, 23 იანვარს ურეკშიც გაიტანა. მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0