19:12 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
112

რუსთავში მოზარდი დაიხრჩო

© Sputnik/
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
1301

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

თბილისი, 18 მაისი —Sputnik. 14 წლის მოზარდი რუსთავის ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში დაიხრჩო.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს, თუმცა უწყებაში თავს იკავებენ დეტალური კომენტარებისგან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია" შსს–ის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. 

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც 14 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად ტბაში ბანაობდა. მოზარდი უგონო მდგომარეობაში იპოვეს წყალში და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 


მთავარი თემები