თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მაშველები ეძებენ ავტომობილს, რომელიც გასულ ღამეს მშრალ ხიდთან მტკვარში გადავარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს გადაუდებელი სამსახურის „112“ მართვის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ინციდენტის დროს, წინასწარი მონაცემებით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
„სამუშაოები ახლაც გრძელდება. პროცესს ძლიერი დინება და მდინარის რელიეფური ფსკერი ართულებს“, — განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.