08:39 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ხანძარი სამებაში

სამებაში აფეთქების საშიშროება არსებობს

© photo: Sputnik / Denis Aslanov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

ცეცხლი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში გაჩნდა. ცენტრის ერთ–ერთი წევრის თქმით, შენობაში გაზის სხვადასხვა ზომის ბალონებია, ოღონდ უცნობია, ცარიელია ისინი თუ სავსე.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, არ გამოირიცხება აფეთქების საფრთხე, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი ადგილიდან.

ცეცხლი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში გაჩნდა, რომელიც კომპლექსის პირველ სართულზეა განთავსებული.

ხანძარი სამების ტაძარში
Sputnik/ Denis Aslanov
ხანძარი სამების ტაძარში

ცენტრის ერთ–ერთი წევრის თქმით, შენობაში გაზის სხვადასხვა ზომის ბალონებია, ოღონდ უცნობია, ცარიელია ისინი თუ სავსე.

ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული. შენობიდან კვამლის დიდი ბოლქვები ამოდის. ტაძრიდან ევაკუირებულია მრევლიც და სამღვდელოებაც.

ხანძარი სამების ტაძარში
Sputnik/ Denis Aslanov
ხანძარი სამების ტაძარში

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.

ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა ერთ–ერთი მღვდელმსახურის დამხმარე. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სახანძროების გარდა ადგილზე ასევე მობილიზებულია მაშველთა ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. სამების ტერიტორიასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია.

მთავარი თემები