https://sputnik-georgia.com/20160320/230682503.html
სამებაში აფეთქების საშიშროება არსებობს
სამებაში აფეთქების საშიშროება არსებობს
Sputnik საქართველო
ცეცხლი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში გაჩნდა. ცენტრის ერთ–ერთი წევრის თქმით, შენობაში გაზის სხვადასხვა ზომის ბალონებია, ოღონდ უცნობია, ცარიელია... 20.03.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-03-20T16:37+0400
2016-03-20T16:37+0400
2021-10-19T15:51+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23068/40/230684079_0:142:1499:991_1920x0_80_0_0_e42cc0087a5b5c0527edd3ddf5eaa556.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23068/40/230684079_0:57:1499:1000_1920x0_80_0_0_cd9f60bdc6b08b5a79a7f182651fe1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
სამებაში აფეთქების საშიშროება არსებობს
16:37 20.03.2016 (განახლებულია: 15:51 19.10.2021) ცეცხლი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში გაჩნდა. ცენტრის ერთ–ერთი წევრის თქმით, შენობაში გაზის სხვადასხვა ზომის ბალონებია, ოღონდ უცნობია, ცარიელია ისინი თუ სავსე.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, არ გამოირიცხება აფეთქების საფრთხე, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი ადგილიდან.
ცეცხლი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში გაჩნდა, რომელიც კომპლექსის პირველ სართულზეა განთავსებული.
ცენტრის ერთ–ერთი წევრის თქმით, შენობაში გაზის სხვადასხვა ზომის ბალონებია, ოღონდ უცნობია, ცარიელია ისინი თუ სავსე.
ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული. შენობიდან კვამლის დიდი ბოლქვები ამოდის. ტაძრიდან ევაკუირებულია მრევლიც და სამღვდელოებაც.
აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.
ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა ერთ–ერთი მღვდელმსახურის დამხმარე. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სახანძროების გარდა ადგილზე ასევე მობილიზებულია მაშველთა ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. სამების ტერიტორიასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია.