22:18 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
1801

წლის დასაწყისიდან ე.წ. „ღორის გრიპის“ - H1N1 ვირუსის გართულების შედეგად საქართველოში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო H3N2 ვირუსით - ერთი.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობამ შვიდს მიაღწია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა ლეტალური შედეგით თბილისში მოხდა. მამაკაცმა ექიმს დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართა.

წლის დასაწყისიდან ე.წ. „ღორის გრიპის“ — H1N1 ვირუსის გართულების შედეგად საქართველოში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო H3N2 ვირუსით — ერთი.

დაავადების გახშირებული შემთხვევების გამო ექიმები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, განსაზღვრულია სადღეღამისო რეჟიმში მომუშავე სამედიცინო ცენტრები.

საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი 100 ათას ადამიანზე 500 შემთხვევაა. ამ დროისთვის ეს მონაცემი ასი ათასზე 350 ადამიანია. ვირუსის გავრცელება პიკს, სპეციალისტების განცხადებით, თებერვალში მიაღწევს.

თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები