სპეცოპერაცია ჩეჩნეთის პარლამენტში დასრულებულია, ინფორმაცია მძევლების შესახებ არ დადასტურდა

გამოწერა
სპეცოპერაცია ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაში დასრულებულია, ინფორმაცია აყვანილი მძევლების შესახებ არ დასტურდება, იუწყება ”რია ნოვოსტი” რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანლის მოადგილე რომან ედილოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სპეცოპერაცია ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაში დასრულებულია, ინფორმაცია აყვანილი მძევლების შესახებ არ დასტურდება, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანლის მოადგილე რომან ედილოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, ნეიტრალიზებულია ოთხი ბოევიკი.

ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, სამშაბათს დილით, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტის ტერიტორიაზე დეპუტატების მანქანები შედიოდნენ, მათ მიჰყვა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის თავზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, სხვები პარლამენტის შენობისკენ გაიჭრნენ, ატყდა სროლა. მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებულია, ტერიტორია ბლოკირებულია, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სპეცრაზმმა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია სულ ცოტა სამი ადამიანი, საავადმყოფოში მიყვანილია - 13. დაზარალებულების მიყვანა საავადმყოფოებში გრძელდება.

 


 

ყველა ახალი ამბავი
0