თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სპეცოპერაცია ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაში დასრულებულია, ინფორმაცია აყვანილი მძევლების შესახებ არ დასტურდება, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანლის მოადგილე რომან ედილოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
”წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ნეიტრალიზებულია ოთხი ბოევიკი.
ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, სამშაბათს დილით, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტის ტერიტორიაზე დეპუტატების მანქანები შედიოდნენ, მათ მიჰყვა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის თავზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, სხვები პარლამენტის შენობისკენ გაიჭრნენ, ატყდა სროლა. მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებულია, ტერიტორია ბლოკირებულია, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სპეცრაზმმა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინა.