06:11 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
გურმანებისთვის
მოკლე ბმულის მიღება
გემრიელი სამზარეულო (90)
410 0 0

დარწმუნებული ვართ, რომ პიცის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ მიგნება, ე.წ. ცხელი ბუტერბროდები, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ეს იმიტომ, რომ არც ცომის მოზელა დაგჭირდებათ, არც მისი გაბრტყელება და ოსტატურად ფრიალი ჰაერში. ყველაფერი ბევრად მარტივია, ოღონდ განუზომლად გემრიელი. 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ჩვეულებრივი პურის ბატონი;
  • შებოლილი ძეხვი — 150-200 გ;
  • პომიდორი — ერთი ცალი;
  • ყველი — 180 გ;
  • მწვანილი;
  • მარილი და წიწაკა — გემოვნებით;
  • მაიონეზი — 2-3 სუფრის კოვზი. 

შენიშვნა: ეს აუცილებელი ინგრედიენტებია. სხვა პროდუქტი, მაგალითად, ბულგარული წიწაკა, სოკო, ზეთისხილი, შაშხი, სოსისი თუ სხვა, თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მომზადების წესი:

  • დაჭერით პური თხლად — დაახლოებით 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად, და გადადეთ დროებით გვერდზე;
  • დაჭერით ძეხვი, პომიდორი და მწვანილი წვრილად;
  • მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი;
  • დაამატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ ერთმანეთში;
  • აიღეთ პურის ნაჭრები და წაუსვით მიღებული ნარევი — დაახლოებით 1 სუფრის კოვზის ოდენობით თითო ნაჭერზე;
  • ზემოდან შეგიძლიათ კიდევ მოაფხვნათ ცოტა ყველი;
  • ამის შემდეგ დაალაგეთ ნაჭრები ღუმელის ტაფაზე და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში;
  • დატოვეთ იქ მაქსიმუმ 8-10 წუთი;
  • ამის შემდეგ გამოიღეთ და ვუალა! უგემრიელესი და ჰაეროვანი სახელდახელო პიცა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

 

თემები:
გემრიელი სამზარეულო (90)

მთავარი თემები