„ენკენი“ - ვაშლის ჩიფსები ქართულ ბაზარზე

© FB / Enkeniვაშლის ჩიფსი
ვაშლის ჩიფსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბაზარზე ჯანსაღი საკვების მიმართ დღითიდღე იზრდება მოთხოვნა. ამიტომ სამმა მეგობარმა, თამარ შეითნიშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და შალვა მდინარაშვილმა გორის რაიონში ნატურალური პროდუქტის, კერძოდ ხილის ჩიფსის საწარმო ჩამოაყალიბეს. ბრენდს „ენკენი“ დაარქვეს და აიდარიდის ჯიშის ვაშლისგან 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტის წარმოება დაიწყეს.

„ენკენის“ შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი გვესაუბრა.

© FB / Enkeniვაშლის ჩიფსი
ვაშლის ჩიფსი - Sputnik საქართველო
ვაშლის ჩიფსი

— ვაშლის ჩიფსების წარმოების იდეა მეგობრებთან ერთად გამიჩნდა. ჩემთან გუნდში არის კიდევ ორი წევრი, ნონა ნონიაშვილი და შალვა მდინარაშვილი. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. შალვა და ნონა სწავლობდნენ  კვების ტექნოლოგიებზე, მე ბიზნესის ადმინისტრირებაზე. ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტებზე და ბოლოს შევქმენით ერთი გუნდი.  რამდენიმე სხვადასხვა იდეა გვქონდა. ერთ-ერთი იდეა იყო სწორედ  ვაშლის ჩიფსების წარმოება, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმეთ და წარმატებით წარიმართა.

- რატომ მიანიჭეთ უპირატესობა ვაშლის ჩიფსებს?

— პირველ რიში იმიტომ, რომ კვების ტექნოლოგიების მიმართულებით იყო. თან ჯანსაღი პროდუქტია. ჯანსაღ პროდუქტზე კი მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. სტანდარტები თანდათან იზრდება და ჩვენი პროდუქტი სწორედ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. როდესაც ტესტირებებს ვახდენდით ძალიან კარგი შედეგები გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ვაშლის ჩიფსის წარმოება.

© FB / Enkeniვაშლის ჩიფსი
ვაშლის ჩიფსი - Sputnik საქართველო
ვაშლის ჩიფსი

- სხვა ხილის ჩიფსის დამზადება თუ გიცდიათ, ან გეგმაში თუ გაქვთ?

— ჯერჯერობით მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე აიდარიდის ჯიშისგან დამზადებული ჩიფსებია გაყიდვაში. გვინდა ჩვენი პროდუქტი გავამრავალფეროვნოთ და  ახლო მომავალში ვგეგმავთ გოლდენის და გორული მწვანისგან დავამზადოთ მიქსი. როცა ამ ვაშლების ჩიფსსაც გავაკეთებთ, ალბათ მერე ვიფიქრებთ ხილის სხვა სახეობებზეც.

ვგეგმავდით და დავტესტეთ კიდეც ჭარხალი, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა.

- სად მდებარეობს თქვენი საწარმო?

— ჩვენი საწარმო მდებარეობს გორის რაიონში.  ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივები დაგვესაქმებინა. ვაშლსაც ადგილობრივებისგან ვყიდულობთ.

- როგორ ხდება ვაშლის ჩიფსად ქცევა?

— სპეციალურად გამოწერილი და აწყობილი დანადგარი არ გვაქვს. ჩვენ ვმუშაობდით ტესტირების რეჟიმში, სხვადასხვა პარამეტრებზე და რაც გვაქვს საშრობი დანადგარები ჩვენი აწყობილია.

© FB / Enkeniვაშლის ჩიფსი
ვაშლის ჩიფსი - Sputnik საქართველო
ვაშლის ჩიფსი

- რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ბაზარი?

— ფაქტიურად ხილის ჩიფსი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. არის ერთ-ერთი კომპანია, თუმცა მათ აქვთ განსხვავებული პროდუქცია, სულ სხვა ტექნოლოგიით დამზადებული. ფაქტიურად მეტი კონკურენტი არ გვყავს. ევროპაში არის ანალოგები, მაგრამ ძირითადად არის ზეთით დამზადებული, რომელიც დანამატებს შეიცვას. ჩვენ ვამზადებთ ყოველგვარი დანამატების გარეშე. არ ვწვავთ, არ ვამატებთ  შაქარს, ზეთს და კონსერვანტებს, არის გამომშრალი და შესაბამისად პროდუქტი არის სრულიად ჯანსაღი. ჩიფსში თითქმის 100 პროცენტით ნარჩუნდება ვაშლში არსებული სასარგებლო თვისებები.

- სად არის შესაძლებელი თქვენი პროდუქციის შეძენა?

— ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ობიექტზე იყიდება ჩვენი ნაწარმი. შეტანილი გვაქვს სუპერმარკეტ „ნიკოს“ ქსელში,  თუმცა ყველა მაღაზიაში არ იყიდება. იყიდება სხვადასხვა ფიტნეს კლუბებში, კინოთეატრ „კავეაში“, რუსთაველის თეატრში, თბილისი მოლში და სხვა.

© FB / Enkeniვაშლის ჩიფსი
ვაშლის ჩიფსი - Sputnik საქართველო
ვაშლის ჩიფსი

- ფიტნეს კლკუბები რატომ დაინტერესდნენ ამ პროდუქტით?

— ფიტნეს კლუბები ერთ-ერთი ჩვენი სეგმენტია, რადგან ეს არის ადგილია, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი პროდუქტი 100 გრამზე შეიცავს 207 კილო კალორიას. გვაქვს 25 გრამიანი შეფუთვები და გამოდის 50 კალორია.  არის დაბალკალორიული და ვიტამინებით სავსე. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად რეკომენდირებულია ამ პროდუქტის მიღება. ძალიან მოსწონთ სპორტსმენებს და ხშირად ყიდულობენ.

- საზღვარგარეთ გატანაზე თუ გიფიქრიათ, ან შემოთავაზებები თუ გაქვთ?

— კი გვაქვს შემოთავაზებები და ბევრი გვიფიქრია ამაზე. უბრალოდ, როცა ექსპორტს აკეთებ, ყურადღებას ამახვილებენ რაოდენობაზე. სამომავლოდ ვფიქრობთ ამაზე და იმედია გამოგვივა.

ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ბაზარი სრულად მოვიცვათ, მერე ასორტიმენტსაც გავზრდით.

 

ყველა ახალი ამბავი
0