ნამდვილი პლომბირისა და კრემ-ბრულეს მარტივი რეცეპტი

გამოწერა

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ, მით უმეტეს, თუ ნაყინის მოყვარული ბრძანდებით.

ეს ნამდვილი პლომბირია.

თქვენ დაგჭირდებათ:

„გემრიელი ორშაბათი“ ნათია მონტგომერისთან ერთად  GEO VERSION - Sputnik საქართველო
„გემრიელი ორშაბათი" ნათია მონტგომერისაგან

•    4 კვერცხი

•    180-200 მლ რძე

•    200 გრ შაქარი

•    500 მლ 33%-იანი ნაღები (сливки)

მომზადების წესი:

აადუღეთ და გააცივეთ რძე. შემდეგ შეათქვიფეთ წინასწარ გაკეთებული გოგლიმოგლი (რაღა თქმა უნდა, მხოლოდ კვერცხის გულისა და შაქრისგან მომზადებული). დადგით მასა დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ შესქელდება და კონსისტენციით "სგუშჩონკას" არ დაემსგავსება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.

ნაღები იმდენ ხანს თქვიფეთ, სანამ კარგად არ გასქელდება. შემდეგ შეურიეთ რძის, კვერცხისა და შაქრის ნარევი და საგულდაგულოდ მოურიეთ. გადაიღეთ მიღებული მასა ფორმებში და შედგით საყინულეში.

იდეაში, ნაყინი უკვე მზადაა, მაგრამ იმისათვის, რომ მასში წვრილი ყინულის "ბურთულები" არგაჩნდეს, რაც უსიამოვნოდ იხრაშუნებს კბილებში, საჭიროა ნახევარ საათში ერთხელ გამოიღოთ ის მაცივრიდან და მოურიოთ — სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც.

შედეგი: 850 გრამი უახლესი და უგემრიელესი ნატურალური პლომბირი.

P.S. თუ შავი შოკოლადის ფილას გაადნობთ და ათქვეფილ ნაღებში შეურევთ, შოკოლადის პლომბირს მიიღებთ, ხოლო თუ ნახევარ ქილა "სგუშჩონკას" — კრემ-ბრიულეს.

ყველა ახალი ამბავი
0