„გემრიელი ორშაბათი" ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა

"ქართული" ტირამისუ მაწვნისაგან სპეციალურად "Sputnik-საქართველოსთვის" კულინარმა ნათია მონტგომერიმ მოამზადა.

ინგერდიენტები 4 ულუფის მოსამზადებლად: მაწონი — 250 გრ. თაფლი — 2 ს/კ. ლიმონის ცედრა — ½ ჩ/კ. ვანილი ან ვანილინი ხსნადი ყავა — 2ჩ/კ. შაქარი — 250გრ. კონიაკი- 30 გრ. ფსტა — 100გრ. სავოიარდი — „ლედის თითები“ – 24 ცალი. კაკაო — 2 ჩ/კ წყალი — 250 გრ.

მომზადების წესი: გაწურეთ 250 გრ. მაწონი და შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში. მაწონს დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი, ½ ჩ.კ. ლიმნის ცედრა, ვანილი ან ვანილინი.

მოამზადეთ ყავის ნაყენი 2 ჩ.კ. ხსნადი ყავა, 250 გრ. წყალი, 2 ჩ.კ.  შაქარი, 30 გრ. კონიაკი. აიღეთ სავოიარდი — ლედის თითები, ამოავლეთ ყავის ნაყენში და ჩააწყვეთ ტირამისუსთვის განკუთვნილ ჭურჭელში ერთ ფენად. მეორე ფენად მოასხით გამზადებული მაწონი, შემდეგ კვლავ სავოიარდი და კვლავ მაწონი. გამზადებულ მასას ზემოდან მოაფხვენით წვრილად დაჭრილი ფსტა და მოაფრქვიეთ კაკაო. შედგით კვლავ მაცივარში 2-3 საათით სანამ სავოიარდი კარგად არ გაჯერდება მასით დ დარბილდება. 

თქვენი ტირამისუ მზად არის.

გემრიელად მიირთვი!

ყველა ახალი ამბავი
0