00:04 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
5210

ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართება.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ჩამოვიდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაფრინდა. ზელენსკი აქ მონაწილებას მიიღებს მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.

კონფერენცია ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას.

კონფერენციის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის დონის ამაღლება. ეს სამი ქვეყანა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაფორმდა, როგორც ასოცირებული ტრიო.

მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ინტერესებს სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ მონაწილეობაში.

გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ ჩატარებულა. წელს ის ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – სპიკერების ნაწილი შეხვედრაში ონლაინ–ფორმატში ჩაერთვება.

ზელენსკი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან. მხარეები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

მთავარი თემები