14:08 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შეძლებენ, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, ღია სასამართლო სხდომების გადაწყვეტილებები დახურულ ინფორმაციად აღარ ჩაითვლება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. მასში არ იქნება ნახსენები მსჯავრდებულთა პირადი მონაცემები.

ცვლილებების მიღების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ღია საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების სრული ტექსტის გაცემაზე აკრძალვის ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

კანონის მიღების შემთხვევაში იგი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.

მთავარი თემები