https://sputnik-georgia.com/20210715/sisxis-samartlis-saqmeebze-gadawyvetilebebi-xelmisawvdomi-iqneba-252324172.html
სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება
სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება
Sputnik საქართველო
მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T11:00+0400
2021-07-15T11:00+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_0:41:2936:1693_1920x0_80_0_0_3236b3dca6d3f68ae5d97a46debe9c0b.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შეძლებენ, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ღია სასამართლო სხდომების გადაწყვეტილებები დახურულ ინფორმაციად აღარ ჩაითვლება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. მასში არ იქნება ნახსენები მსჯავრდებულთა პირადი მონაცემები.ცვლილებების მიღების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ღია საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების სრული ტექსტის გაცემაზე აკრძალვის ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.კანონის მიღების შემთხვევაში იგი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.
https://sputnik-georgia.com/20210713/saqarTvelos-prezidentma-sakontitucio-sasamarTlos-mosamarTle-daniSna-252312414.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_312:0:2624:1734_1920x0_80_0_0_fc9fd48504eeccb7b7853d69dc94201f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება
11:00 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შეძლებენ, „საერთო სასამართლოების შესახებ"
კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, ღია სასამართლო სხდომების გადაწყვეტილებები დახურულ ინფორმაციად აღარ ჩაითვლება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. მასში არ იქნება ნახსენები მსჯავრდებულთა პირადი მონაცემები.
ცვლილებების მიღების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ღია საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების სრული ტექსტის გაცემაზე აკრძალვის ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.
კანონის მიღების შემთხვევაში იგი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.