08:07 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (994)
166 0 0

უფრო ადრე პრობლემები შეიქმნა Sinovac-ითა და Sinofarm-ით აცრის მსურველებისთვის - მაშინ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა - რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს.

საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა მუშაობს. მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა და მათთვის მოსახერხებელი კლინიკა შეარჩიონ. უფრო ადრე რეგისტრაციის დროს პრობლემები შეიქმნა Sinovac-ითა და Sinofarm-ით აცრის მსურველებისთვის - მაშინ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა დაფიქსირდა.

რეგისტრაცია Pfizer-ით აცრის მსურველებისთვის 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ვებ-გვერდზე შესვლა პრაქტიკულად ვერავინ მოახერხა. წინასწარი ვერსიით, შეფერხების მიზეზი მსურველების დიდი რაოდენობა შეიძლება იყოს.

პირველ ეტაპზე Pfizer-ის პრეპარატით აცრას მხოლოდ 14 ათასი მოქალაქე შეძლებს შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში. Pfizer-ით საჭიროა ორი აცრის გაკეთება. მეორე დოზა 21-28 დღიანი ინტერვალით კეთდება.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა Pfizer-თან, რომლის თანახმად ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.000.350 დოზა ვაქცინას. ამ ეტაპზე საქართველოში 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (994)

მთავარი თემები