06:19 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
291 0 0

13 მაისიდან უქმე დღეებში დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ქვეყანაში კვლავ ძალაში დარჩება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება, ასევე განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი – მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელებულა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

13 მაისიდან ასევე მოიხსნება უქმე დღეების პერიოდში დაწესებული ყველა შეზღუდვა.

ამჟამად კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები