19:57 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)
73 0 0

საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის თემას განიხილავენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო.

„როგორც მაქვს ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაცია, დღესაა ჯანმოს ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, როგორ ცნობილი გახდა, ჩინური პრეპარატით ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მასმედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, თუმცა ჟურნალისტებს ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. 

„ჟურნალისტთა კორპუსში ძირითადად ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. მას, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლია AstraZeneca-ზე დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია Sinopharm-ზე ჩაწერა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 5 მაისიდან დაიწყო აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრების ვაქცინაცია. აცრა შეუძლიათ ასევე ტურისტულ და მასპინძლობის სექტორთან დაკავშირებულ პირებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს და კონტროლიორებს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)

მთავარი თემები