საქართველოს პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

© photo: Salome Zourabichvili / FBპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში, საჯაროდ აიცრა.

პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ღარიბაშვილი: სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი>>

სალომე ზურაბიშვილს ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. როგორც მან აღნიშნა,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.

„თუ გვინდა გამოვიდეთ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან, რომელიც კოვიდპანდემიას მოჰყვება მთელ მსოფლიოში, აუცილებელია, ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა, გამოვიყენოთ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

 AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიის მიღება - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
„სინათლე გვირაბის ბოლოს“: ზურაბიშვილი ვაქცინის პირველი პარტიის მოწოდებას გამოეხმაურა

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინაციის პირველივე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ეთერში აიცრა. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და მედიცინის სფეროს სხვა ცნობილმა პირებმა.

თავდაპირველად საქართველოში ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყო. 17 მარტიდან დამატებით ვაქცინაციის 35 პუნქტი გაიხსნა, 19 მარტიდან კი კიდევ 23 პუნქტი ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჯამში ვაქცინაციის პროცესში 80-ზე მეტი დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება.

ყველა ახალი ამბავი
0