18:05 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (294)
140 0 0

კანონპროექტი ქაოსურ მშენებლობასთან ბრძოლის ნაწილს წარმოადგენს და ითვალისწინებს ამნისტიასა და პატიებას გარკვეული დარღვევების გამო, ასევე რიგ პრევენციულ ზომებს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. კანონპროექტი „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ ნეგატიურად აისახება სამშენებლო ბიზნესზე, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარტია „მოქალაქეების“ გენერალურ მდივანს ლევან იოსელიანს.

კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში თბილისის მერიამ შეიტანა. ის წარმოადგენს ქაოსურ მშენებლობასთან ბრძოლის ნაწილს და დედაქალაქის იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ამნისტიასა და პატიებას გარკვეული დარღვევების გამო, ასევე პრევენციულ ზომებს: სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რიგი დარღვევების გამო სამშენებლო სფეროში.

საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილი შენობების ექსპლუატაციაში მიღებას ეხება. ის ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების აკრძალვას იმ შენობაში, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. მოქმედი იურიდიული პრაქტიკით, საქართველოში შეიძლება ცხოვრება ისეთ შენობაში, რომელიც ჯერ ჩაბარებული არ არის ექსპლუატაციაში, რაც ხშირად პრობლემებს ქმნიდა.

„პანდემიურ სიტუაციაში ბევრად უფრო გაურთულებს სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობას, რომ განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ისე გამოვა, რომ ყველაფერი გაჩერდება. ექსპლუატაციაში შესვლა არის ბოლო ეტაპი, მაგრამ თუ მანამდე კომპანიამ ბინა ვერ გაყიდა და თანხა ვერ მოიზიდა, როგორ დაასაქმებს ადამიანებს? ეს ის შეზღუდვაა, რომელიც ეკონომიკას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები...>>

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კანონპროექტი გამორიცხავს ადამიანების ცხოვრებას დაუსრულებელ სახლებში, თუ იქ არ იქნება შეყვანილი ელექტროენერგია და გაზი.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თბილისელებმა ოფიციალურად დაირეგისტრირონ ქონება და ისარგებლონ იმ მუნიციპალური სერვისებით, რაც 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოსგან“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება თავად ამნისტიას, იგი შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელთა მშენებლობაც ხორციელდებოდა ნებართვების საფუძველზე და 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულდა. 

თუ ასეთ შენობაზე დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (294)

მთავარი თემები