21:49 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

გაგრაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძრის კერების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი ლოკალიზებული.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გაგრაში ტყის მასივი ამ დრომდე იწვის, თუმცა დასახლებულ რაიონებს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევ კვიწინიამ.

მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსულმა მცირე ნალექმა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა, თუმცა ავიაციის გამოყენების აუცილებლობა მაინც არ არსებობს. 

„ძირითადად გვიმრა, ბუჩქები და ხმელი ფოთლები იწვის. ამისათვის ავიაციის გამოყენებაა აუცილებელი არ არის. ეს არც ისე მარტივია და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს ხომ ტაქსის გამოძახება არ არის - ეს საწვავია, ხარჯებია... მარტო მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. არსებობს ხელმძღვანელობა, შტაბი“, - განაცხადა კვიწინიამ. 

ამასთან მისი თქმით, ბევრს არ ესმის, რომ საავიაციო ნავთი არც ბენზინია და არც დიზელის საწვავი, რომ მისი შეტანა არც ისე იოლია. 

გაგრაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძრის კერების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი ლოკალიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანდა „ფსოუ 220-ის“ ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა აღდგენა მალევე მოხერხდა. ავარიის გამო სოხუმიდან ფსოუმდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო.

მეხანძრე-მაშველები ტყისა და მინდვრის ხანძრების ქრობის პროცესს განაგრძობენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრები თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

 

მთავარი თემები