როგორ ასრულებს საქართველო ორჰუსის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია კონვენციის მხარეთა ყოველი შეხვედრისთვის მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორ შეიცვლება საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე საუკუნის მიწურულს: გაეროს პროგნოზი>>

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ორჰუსის კონვენცია, გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული ტიპის დოკუმენტია.

კონვენციას ხელი 1998 წლის 25 ივნისს დანიის ქალაქ ორჰუსში 39 ქვეყნის და ევროკავშირის მიერ მოეწერა. მისი მიზანი გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაა. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა.

ბუნებისმცველები - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება

ანგარიშში, რომლის საჯარო განხილვაც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ონლაინ ფორმატში გაიმართა, საუბარია იმაზე, თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად.

საჯარო განხილვას, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაიტერესებული საზოგადოება, ფასილიტაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა.

საჯარო განხილვაზე ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა ნინო გოხელაშვილმა 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცედურის, სტრუქტურის და კონვენციის შესრულების მდგომარეობის სამი პრინციპის შესახებ ისაუბრა. ეს პრინციპებია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

საჯარო განხილვის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივის” და „საბუკოს” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით.

საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რათა საზოგადოებას თავისი მოსაზრებები გამოეთქვა. საზოგადოების მხრიდან მიღებული კომენატარებისა და შენიშვნების განხილვა მოხდა შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში.

დოკუმენტის რედაქტირება საჯარო განხილვისას მიღებული მოსაზრებების, კომენტარებისა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება და ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

ორჰუსის კონვენციის მხარემ სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადად 2021 წლის 1 თებერვალი განსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0