სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

© photo: Sputnikგაეროს შტაბ–ბინა
გაეროს შტაბ–ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს ნიუ-იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის – მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, – დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook-გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – დაწერა კილაძემ.

გაეროს კომიტეტის წევრების არჩევნები 24 ნოემბერს ნიუ-იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. სოფო კილაძე კომიტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0