ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა 21-22 ნოემბერს მოიხსნება

CC0 / Pixabay / ხალხი ქუჩაში
ხალხი ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილება 21 ნოემბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურის გამო შევიდა.

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. 21-22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. მთავრობის დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.

„დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით", – აღნიშნულია დოკუმენტში.

9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0