08:03 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში უკვე 60 ათასს გადააჭარბა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 2,5 ათასზე მეტია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ს მიუახლოვდა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ 22:00 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვი მიიღონ, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება>>

საშვის მისაღებად მსურველებმა 144-1-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება.

„დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს – ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში დღეიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აკრძალვა გადაადგილებაზე ეხება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, გორისა და ფოთის მცხოვრებლებს. წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.

აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, იმ პირებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ფარმაცევტულ ობიექტებს, მიწოდების სამსახურებსა და მასმედიას.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი, გარდაიცვალა 499 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები