00:16 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2589)
85 0 0

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან შვიდ დიდ ქალაქში ახალი შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა.

უწყების ცნობით, ქვეყანაში ამ დროისათვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა. 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან, მოქმედებს სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.

გარდა ამისა, ასევე 9 ნოემბრიდან ამავე ქალაქებში დაიხურა როგორც კერძო, ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღები, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფეხზე დგომით. წესების დაცვას მძღოლები და პოლიციელები აკონტროლებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957 პირი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2589)

მთავარი თემები