15:45 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2561)
218 0 0

ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად უნდა მისდიოთ ექიმების რჩევებსმ შესაძლებლობის შემთხვევაში იმკურნალოთ სახლში, ხოლო გართულების დროს – საავადმყოფოში, გვირჩევს პრემიერი

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, უკეთესია, ის სახლში განაგრძობს მკურნალობს. ამის შესახებ პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

პრემიერი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა. ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება“, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მან ვირუსისგან თავის დაცვა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევაშიც არაფერია საგანგაშო, მშვიდად უნდა მივყვეთ ექიმის რჩევებს, ვიმკურნალოთ, თუ შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში – ჰოსპიტალებში.

კორონავირუსმა ქართველ პოლიტიკოსებთანაც უკვე დიდი ხანია, შეაღწია. ამ დროისთვის ინფიცირებულია მთავრობის რამდენიმე წევრი და ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა ეპიდემიური ვითარება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 52 ათასს მიუახლოვდა, ხოლო ბოლო დღე–ღამეში რეკორდული მაჩვენებელი – 2775 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მასობრივი შეკრებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2561)

მთავარი თემები