გახარია: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

© photo : Gakharia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად უნდა მისდიოთ ექიმების რჩევებსმ შესაძლებლობის შემთხვევაში იმკურნალოთ სახლში, ხოლო გართულების დროს – საავადმყოფოში, გვირჩევს პრემიერი

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, უკეთესია, ის სახლში განაგრძობს მკურნალობს. ამის შესახებ პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
რისკების შესამცირებლად: კოვიდინფიცირებულებისთვის რამდენიმე გამოკვლევა სავალდებულო ხდება

პრემიერი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა. ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება“, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მან ვირუსისგან თავის დაცვა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევაშიც არაფერია საგანგაშო, მშვიდად უნდა მივყვეთ ექიმის რჩევებს, ვიმკურნალოთ, თუ შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში – ჰოსპიტალებში.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
სასტუმრო, საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს

კორონავირუსმა ქართველ პოლიტიკოსებთანაც უკვე დიდი ხანია, შეაღწია. ამ დროისთვის ინფიცირებულია მთავრობის რამდენიმე წევრი და ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა ეპიდემიური ვითარება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 52 ათასს მიუახლოვდა, ხოლო ბოლო დღე–ღამეში რეკორდული მაჩვენებელი – 2775 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მასობრივი შეკრებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

ყველა ახალი ამბავი
0