„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი
ხათუნა გამჯაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მან კარგად იცის, რომ პატრიოტიზმი ზედმეტ ხმაურს ვერ იტანს, ამიტომ საქმეს ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ დიდი სიყვარულით აკეთებს...

ქალბატონი ხათუნა გამჯაშვილი ნორიოს ისტორიულ-ეთნგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეცილისტია. სოფელში ყველამ იცის, რომ საინტერესო, ძველი ნივთების გამო მან შეიძლება თავი საფრთხეშიც ჩაიგდოს. საამისოდ არც ის აბრკოლებს, რომ ფაქტობრივად სიმბოლურ ხელფასზე მუშაობს...

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი

- ქალბატონო ხათუნა, როდის გაგიჩნდათ ძველი ნივთებისადმი სიყვარული?

- რაც თავი მახსოვს, ცხოვრებაში ძირითადად შემოქმედებით ვიყავი დაკავებული, ვმღეროდი და ვუკრავდი. სკოლიდანვე სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. დავამთვრე შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, რომელიც ნაძალადევშია. ძველი ნივთები ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს, ერთხელ დავინახე, რომ მეზობელს თავადების ნაქონი, ჭადრაკის ძველი მაგიდა უნდა გადაეგდო. ისე დამენანა ის მაგიდა გადასაგდებად, რომ ვთხოვე, მაჩუქე–მეთქი. როცა მაჩუქა, საკუთარი ხელით გავაშალაშინე, გავლაქე. ძველი ნივთების შეგროვების სურვილიც იქიდან გამიჩნდა.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი ღონისძიებაზე ნორიოში
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი ღონისძიებაზე ნორიოში

- თავიდან ნორიოს კულტურის სახლში მუშაობდით?

- დიახ, 1996 წლიდან კულტურის სახლში ვმუშაობდი, ჯერ საზოგადოებრივ საწყისებზე, მერე შტატში ჩამსვეს. იცით, როგორი გზა გავიარე? - ყველაფერს მხოლოდ საკუთარი დამსახურებით მივაღწიე. ნორიოს კულტურის სახლში ბევრი წრე იყო: აერობიკის, სიმღერის, ხატვის, ფოლკლორის. აქ იყო ასევე ცეკვის დიდი ანსამბლი, რომელიც 1983 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენი ბავშვები წარმატებით დაგვყავდა ფესტივალებზე, სადაც ლაურეატებიც გახდნენ. მოკლედ, სოფელში კულტურული ცხოვრება ყვაოდა.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი მუზეუმის სტუმრებთან ერთად
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი მუზეუმის სტუმრებთან ერთად

- მუზეუმში როგორ აღმოჩნდით?

- მუზეუმში 2007 წლიდან გადავედი. ამის მიზეზი სუბიექტური იყო: კულტურის სახლის დირექტორი ცოტა რთული პიროვნება გახლდათ და უბრალოდ იძულებული გავხდი, რომ საყვარელ საქმეზე უარი მეთქვა. როცა კულტურის სახლში გააუქმეს ლოტბარის შტატი, ამის მერე ის ადამიანი, ლოტბარი, მუზეუმში მოხვდა და მას ძველი ნივთების მოძიებაში საკუთარი სურვილით ვეხმარებოდი. მერე გარდაბნის ცენტრალური მუზეუმის ფილიალად გვაქციეს. ჩვენი დირექტორი ბატონი შადურ შუკვანია, რომელმაც დააფასა ჩემი შრომა და მუზეუმში ამიყვანა. დღეს ჩვენ ვართ გარდაბნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი, ანუ ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი - ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეციალისტი
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი - ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეციალისტი

- თავიდან საკუთარი ინიციატივით იტვირთეთ ეს ფუნქცია?

- ასე გამოდის, და მერე ყველამ დაინახა, რომ მუზეუმს ანგარებით კი არა, მხოლოდ ენთუზიაზმით ვეხმარებოდი. ერთხელ ხმამაღლა გამოვაცხადე, კულტურის სახლს თავი უნდა დავანებო–მეთქი. არადა, მაშინ სხვადასხვა წრეებში 70 ბავშვი მყავდა. ამის მერე კულტურის სახლშიც დამტოვეს და მუზეუმშიც კურატორად დამნიშნეს. აქ ანაზღაურების გამო არ ვარ, ხელფასი სიმბოლური მაქვს, მაგრამ მართლა მიყვარს ჩემი საქმე და ეს სიყვარული მაძლებინებს.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი და ნუგზარ კვაშალი
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი და ნუგზარ კვაშალი

- ექსპონატებს როგორ ეძებთ?

- დავდივარ ხოლმე სოფელში ოჯახ-ოჯახ და ძველ ნივთებს ვეძებ. ნორიოში ერთი ძველი, ნახევრად ჩამონგრეული სახლი იყო. როცა ფანჯრიდან შიგნით შევიხედე, ჭერზე ძველი ჭაღი დავინახე და საინტერესოდ მომეჩვენა. რა მექნა? ისე მინდოდა, რომ შევძვერი იმ სახლში და ჭაღი გამოვიტანე. არადა, შეიძლებოდა ჭერი თავზე დამცემოდა. დღეს ის მუზეუმის ექსპონატია. იმ სახლიდან სხვა ნივთებიც გამოვიტანე.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი

- მოსახლეობა რამდენად გეხმარებათ?

- როცა დაინახეს, როგორ დავდივარ კარდაკარ, ვეძებ ამ ნივთებს და მერე ისინი მუზეუმში გადამაქვს და ვუფრთხილდები, თავად ჩაერთვნენ ამ საქმეში და დღეს თავისი სურვილით მოაქვთ ნივთები – ქალაქმნები, სამოვრები, ხურჯინები, ამას წინათ ძველი ვარცლი მომიტანეს... ნორიოში მიწას რომ ამუშავებდნენ, იქიდან ბრინჯაოს შუბის წვერები ამოიყარა. ისინი იმდროინდელია, როცა სოფელში ლეკიანობა იყო. მუზეუმში გვაქვს ლეკური ხმალი, რომელიც ერთ ოჯახში ჰქონდათ და მერე მუზეუმს საჩუქრად გადმოსცეს... ერთხელ რიყეზე ჩამოინგრა ხევი, სადაც აღმოჩნდა ერთი ვიწროყელიანი ქვევრი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნისაა.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

- ამ სოფელში ბევრი ძველი ციხე-სიმაგრეა, რა მდგომარეობაშია ისინი?

- დიახ, აქ ბევრი ციხე-სიმაგრე და კოშკი გვაქვს. აქაური ციხე-გალავნები ერეკლე მეფის დროინდელია და ისინი შველას ითხოვს. ახლა სწორედ იმაზე დავდივარ, რომ იქნებ რომელიმე ძველი ციხე-გალავანი აღვადგენინო. მინდა, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, უკეთ გამოვაჩინო, რადგან ნორიოს ისტორიული სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

- ნორიოში ისტორიული გვარის ხალხი თუ ცხოვრობს?

- ჩვენთან ბადრიძეების ისტორიული გვარი ცხოვრობდა და აქ ამ გვარის კოშკია. კომუნისტებმა ეს გვარი გადაასახლეს. თუმცა, ერთ დღესაც უკან დაბრუნდნენ. ამ გვარის წინაპარი მეფის კარზე მსახურობდა და ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო. ამ ოჯახიდან ახლა მხოლოდ ერთი ადამიანია დარჩენილი და, სამწუხაროდ, ისიც უშვილოა. ის ბადრიძეების კოშკში ცხოვრობს. დღეს მათი საგვარეულო კოშკი დაზიანებულია.

© photo: courtesy of Xatuna Gamjashviliხათუნა გამჯაშვილი და გივი სიხარულიძე ნორიოს ისტორიულ-ეთოგრაფიულ მუზეუმში
„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ – როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება - Sputnik საქართველო
ხათუნა გამჯაშვილი და გივი სიხარულიძე ნორიოს ისტორიულ-ეთოგრაფიულ მუზეუმში

- თქვენს მუზეუმს სხვადასხვა დროს ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ...

- გარდაბნის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და ჩვენმა ფილიალმა ჩაატარეს ღონისძიება „წარმატებული ადამიანები“, რომელზეც ბევრი ცნობილი ადამიანი მოვიწვიეთ. მე ღონისძიების წამყვანი ვიყავი. როდესაც მათ გაიგეს ამ მუზეუმის შესახებ, დაინტერესება გამოთქვეს და გვეწვივნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი გივი სიხარულიძე და სხვები.

- ქალბატონო ხათუნა, საიდან იწყება თქვენთვის სამშობლოს სიყვარული?

- საქართველოს სიყვარული ამ სოფლიდან და ჩემი საქმიდან იწყება. ახლობლები სულ მსაყვედურობენ – შენი ჭირიმე, ხელფასი გაქვს და დაეტიე შენ ადგილზე, კოშკებზე ნუ დაძვრები ამხელა ქალი, შარს არ გადაეყაროო, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია! ძალიან მიყვარს ეს საქმე და მინდა, რომ ჩემი სოფლისთვის რაღაც მაინც გავაკეთო. ახლა იმისთვის ვიბრძვი, რომ მე თუნდაც ჩამომართვან ეს სამსახური, ოღონდ სოფელში მოვიდეს ისეთი პატრიოტი ადამიანი, რომელიც აქ არსებულ ისტორიულ ციხე-კოშკებს აღადგენს და მიხედავს...

 

ყველა ახალი ამბავი
0