07:17 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

სტატიაში აგრეთვე აქცენტია გაკეთებული საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა გაიმართა – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია. 

როგორც სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა წერს, საქართველომ 15-17 სექტემბერს უმასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. ეს იყო ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება პანდემიის პირობებში. 

პუბლიკაციის ავტორის აზრით, ეს ღონისძიება საქართველოს წარმოაჩენს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, და რომელიც ცდილობს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას.

სტატიაში აგრეთვე აქცენტია გაკეთებული საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე და ნათქვამია, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს.

„საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რათა სამხრეთ კავკასია გახდეს მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი“, – აღნიშნულია სტატიაში.

აღნიშნულ სტატიას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. როგორც მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ჟურნალმა Forbes ახალ გამოშვებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე, რომელიც ვლინდება უსაფრთხო ტურისტული ცენტრის შექმნასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში.

 

მთავარი თემები