თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ისაუბრა Forbes-ის სტატიაზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა.
პრემიერის თქმით, სტატიაში საქართველოს მიღწევებზეა საუბარი.
„ჟურნალმა Forbes ახალ გამოშვებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე, რომელიც ვლინდება უსაფრთხო ტურისტული ცენტრის შექმნასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ.
ჟურნალმა სტატია გამოაქვეყნა სათაურით „პანდემიის მიუხედავად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის სხდომა გაიმართა“.
ავტორი წერს, რომ კონფერენცია 15–17 სექტემბერს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა.
ეს ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება იყო პანდემიის პირობებში, ნათქვამია პუბლიკაციაში.