01:19 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
94 0 0

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი – ორბელი და ლაჯანა ჩაიკეტა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დღეს კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა სწორედ ორბელსა და ლაჯანაში დაფიქსირდა. აღნიშნულ სოფლებში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა; 8 სექტემბერს 45, ხოლო 9 სექტემბერს – 44 შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები