15:26 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1401)
233 0 0

უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადებს დაარღვევენ, ჯარიმის გადახდა მოუწევთ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დღეს უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებათ, რომელიც აქამდე კორონავირუსის გამო იყო გახანგრძლვებული, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

საუბარია უცხოეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ და ქვეყნიდან გასვლა პანდემიური შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს. საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად ვიზისა თუ ბინადრობის უფლების ვადის ამოწურვისა, მათ ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა.

პირველი აგვისტოდან კი უცხოელებს, რომლებსაც დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, საქართველო უნდა დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ ვადების დარღვევის გამო.

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანამ სრულად შეწყვიტა ავიამიმოსვლა და საზღვრები დაკეტა უცხოელებისთვის.

რეგულარული ავიაფრენების განახლება საქართველოდან აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1401)

მთავარი თემები