შემოვიდა თურქეთიდან: ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფო ბათუმში
საავადმყოფო ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19 სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა

თბილისი, 1  აგვისტო — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ლაბორატორიის თანამშრომლები  - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ქვეყნდება ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა

უწყების ინფორმაციით, კოვიდ -19 სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.

„პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 17 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი“, — ნათქვამია განცხადებაში.

პნევმონია 17 პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა და 1171-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 947 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6588, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 323 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0