საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ არა ყველასთვის: პრემიერის განცხადება

© Sputnik / Vladimir Umikashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებდა, მაგრამ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულარული ავიარეისების აღდგენა ივლისის ბოლომდე გადაიდო

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რეგულარული ავიარეისების აღდგენის 31 ივლისამდე გადადების მიუხედავად,  საქართველო 1 ივლისიდან რამდენიმე ავიაკომპანიას გაუხსნის ცას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

ავიაკომპანია AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ერთბაშად ათი ჩარტერული რეისი – რომელ ქვეყნებში განხორციელდება ფრენები საქართველოდან

„ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ საქართველოში ფრენები მარტო ევროკავშირიდან არ ხორციელდება. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის მსხვილ ავიაკომპანიებთან და 1 ივლისიდან ბევრი ქალაქის მიმართულებით გაიხსნება რეისები. ჩვენთვის ეს მარტივია: კონკრეტული პირდაპირი რეისები კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტულ მწვანე ზონებში“, — განაცხადა გახარიამ.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ საზრუნავად კვლავაც რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო ნაკარნახევი აკრძალვის გახანგრძლივება.

  • „მიზეზი იყო მოქალაქეებზე ზრუნვა.ჩვენ არ გვსურს ქვეყნის რეპუტაციის შელახვა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბევრი ამბობდა, რომ ევროკავშირმა ჩვენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეგვიყვანა (თუმცა საქართველო ამბობს, რომ გაუმკლავდა პანდემიას) ის ჩვენ შეგვიყვანს [ამ სიაში], მერწმუნეთ“, — თქვა პრემიერ–მინისტრმა.

საქართველომ  მანამდე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას აპირებდა, თუმცა ავიარეისების აღდგენის განახლების თარიღის გადადების შემდეგ ბევრი ალაპარაკდა, რომ გეგმები შეიძლება ჩაშლილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0