00:32 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
83 0 0

თურნავას განცხადებით, ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია, იგივე შეეხება გაზის მომარაგების სისტემასაც

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური გუნდის მინისტრების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. 

თურნავა: საქართველოში შეკერილი პირბადეები მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა>>

თურნავას განცხადებით, ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია, იგივე შეეხება გაზის მომარაგების სისტემასაც, იქნება ის სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია, თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები.

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, რომ ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“, - განაცხადა თურნავამ.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანია.

კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები