00:36 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (64)
352 0 0

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე და ასევე რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას მოისურვებენ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება, თუმცა შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება, იუწყება საქართველოს მთავრობა

აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს უკავშირდება.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით, ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის ფედერალური სათათბიროს წევრ გრიგორი კარასინს, რა დროსაც განიხილეს კიდეც დროებითი შეზღუდვების შესახებ საკითხი.

„კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე და ასევე რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას მოისურვებენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 ადამიანს შეადგენს, ხოლო რუსეთში — 59–ს.

მსოფლიოს მაშტაბით ინფიცირებულია 156 400 კაცი. აქედნ გარდაიცვალა 5 833 და განიკურნა 73 968 კაცი.  

თემები:
საქართველოს მთავრობა (64)

მთავარი თემები